ბაქოში დასრულდა კლიმატის კონფერენციის პირველი კვირა და COP29 ახლა დასკვნით ფაზაში შედის.
წელს კონფერენცია მიზნად ისახავს კლიმატის ახალ საფინანსო რეჟიმზე შეთანხმებას, რადგან ამჟამინდელს წელს ვადა ეწურება. წინა მიზანი, რომელიც 2025 წლამდე წელიწადში 100 მილიარდი დოლარის მობილიზებას ითვალისწინებდა, ორი წლის წინ შესრულდა.
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალური მდივნის რებეკა გრინსპანის თქმით, მათ ჩაატარეს კვლევა, რათა ჩამოეყალიბებინათ ახალი მიზნის ჩარჩოები. მათ მიიღეს დოკუმენტი, რომელიც მომავალი წლისთვის მინიმუმ 1.1 ტრილიონი დოლარის მობილიზებას ითვალისწინებს.
თუმცა რებეკა გრინსპინი აცნობიერებს, რომ ამ მიზნის მიღწევა გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული. მისი თქმით, არ უნდა დაკანონდეს, ის რის წინაშეც ახლა ვდგავართ. ეს არ ეხება მხოლოდ ჯამურ თანხას, ეს გულისხმობს არსებულ პასუხისმგებლობებს.
მთავრობები ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა კერძო სექტორსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამ შეთანხმებების შესრულებაში. მრავალმხრივი განვითარების ბანკებს, ისევე როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, გადამწყვეტი პოზიცია აქვთ. მისმა პრეზიდენტმა ოდილ რენო–ბასომ ევრონიუსს განუცხადა, რომ ახალი დაფინანსების მიზნის შეთანხმების გარდა, თანაბრად მნიშვნელოვანია COP29-ზე წარმოდგენილი ქვეყნების ამბიციური პოლიტიკაც.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო–ბასოს მიაჩნია, რომ მიზნის დასახვა არ არის გამოსავალი, ეს მხოლოდ საშუალებაა. იგი დასძენს, რომ გადამწყვეტია ის ვალდებულება, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ ეროვნული წვლილის გაღებასთან დაკავშირებით იკისრა. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ აპირებენ ისინი განახლებადი ენერგიაზე გადასვლას, თუ ნახშირსა და ბუნებრივ აირზე იტყვიან უარს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ამბიციური მიზნების საჭიროებაზეც.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივანი ჯონ დენტონი ამბობს, რომ ისინი მთავრობების ისეთსავე ჩართულობას ელიან, როგორიც, მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დროს იყო. ამასთან, აუცილებელია მოქმედებაც.
კვირის ბოლოს მინისტრები რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებიან. საინტერესოა, რამდენად შეთანხმდებიან ისინი ახალ ფინანსურ მიზნებზე და გამოაცხადებენ თუ არა ქვეყნები ახალ ამბიციურ გეგმებს.