ლატვიაში დასრულდა NATO-ს ორკვირიანი ფართომასშტაბიანი წვრთნები – დედაქალაქ რიგის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე, მრავალმხრივი სწავლების ფარგლებში, ჯარისკაცებს დაევალათ მტრის თავდაცვითი ძალების გარღვევა და ტერიტორიის გათავისუფლება. წვრთნებში ასევე ჩართული იყო Leopard 2-ის ტანკები და LAV4-ის ჯავშანტექნიკა.
2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ალიანსი მზად არის, გააძლიეროს უსაფრთხოება ბალტიისპირეთში. ამავე წლის ივნისში NATO-ს მადრიდის სამიტზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის შეკავებასა და თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
„ლატვიაში ნატოს მრავალეროვნული შენაერთის წვრთნები მკაფიო და ცალსახა დემონსტრირებაა იმისა, რომ ბალტიის რეგიონში იმყოფებიან მოკავშირეები, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად დაიცვან ლატვია“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა.
Resolute Warrior-მა მასშტაბურმა საერთაშორისო წვრთნებმა, რომლებსაც კანადა 1980-იანი წლებიდან უძღვებოდა, აჩვენა, რომ შენაერთს აქვს იმის უნარი, მართოს ძალები და შეინარჩუნოს კონტროლი და კომუნიკაცია.
„აქ წარმოდგენილია 13 ქვეყანა. ჩვენ ყველას გავესაუბრეთ. ვცდილობდი, ისე არ გამოსულიყო, რომ ყოფილიყო კანადური ბრიგადა, სადაც სამხედროები ჩვენს მიდგომებს სწავლობენ და ითვისებენ“, – განმარტა ლატვიის მრავალეროვნული შენაერთის მეთაურმა და კანადის არმიის პოლკოვნიკმა სედრიკ ასპირომ.
„ჩვენ გვინდოდა, უზრუნველგვეყო, რომ ბრიგადას NATO-ს სტანდარტებით, მისი დაგეგმვის პროცესებითა და ბრძანებებით ეხელმძღვანელა“, – დასძინა მან.
ლატვიაში NATO-ს მრავალეროვნული შენაერთი ამჟამად 13 ქვეყნის წარმომადგენლობისგან შედგება, მათ შორისაა ალბანეთი, კანადა, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, იტალია, ლატვია, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი.
მონაწილე ქვეყნები, მათ შორის ალბანეთი, კანადა, ჩეხეთი, დანია, ისლანდია, იტალია, ლატვია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი.