მთავარიაზიაღაზაHuman Rights Watch-ი ისრაელის ომის დანაშაულების შესახებ საუბრობს

Human Rights Watch-ი ისრაელის ომის დანაშაულების შესახებ საუბრობს

Human Rights Watch-ს ანგარიშის მიხედვით, ისრაელის სამხედროები პასუხისმგებელი არიან ღაზაში მყოფი პალესტინელების მიზანმიმართულ, იძულებით გადაადგილებაზე.

ჰუმანიტარული ჯგუფი აცხადებს, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ ისრაელელთა ქმედებებმა ღაზის მოსახლეობის 90 პროცენტის იძულებით გადაადგილება გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, ომის დანაშაულს წარმოადგენს. მათი აზრით, ისრაელის მთავრობის წევრების განზრახვაა, რომ პალესტინელებმა ვერ შეძლონ სახლებში დაბრუნება.

Human Rights Watch-ის წარმომადგენლის ნადია ჰარდმანის თქმით, საკუთარი მიწიდან იძულებით განდევნილ პალესტინელთა რაოდენობა,  განდევნის ფორმები და ის, რომ მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია სახლებში დაბრუნება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

ეს ეხება იმ ადგილებს,  სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს. Human Rights Watch მიიჩნევს, რომ ის, რასაც ისრაელის ხელისუფლება სჩადის,  ეთნიკურ წმენდას უტოლდება.

ორგანიზაციის ანგარიში გამოქვეყნდა  ჩრდილოეთ ღაზაში  ისრაელელთა მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს, როდესაც დამატებით ასიათასობით პალესტინელი  იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

Human Rights Watch-მა ისრაელის მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანებებიც გააანალიზა და განაცხადა, რომ ის არ შეესაბამება ომის კანონებს, რადგან  არ უზრუნველყოფს უსაფრთხო მარშრუტებსა და თავშესაფარს პალესტინელებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend