დონალდ ტრამპი ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს და ანტივაქსერ რობერტ კენედი უმცროსს ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნავს.
„ყველა ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა. ამერიკელი ხალხი დაცული იქნება მავნე ქიმიკატების, დამაბინძურებლების, პესტიციდებისა და საკვები დანამატებისგან, რამაც ხელი შეუწყო ჯანდაცვის უზარმაზარ კრიზისს ამ ქვეყანაში“,-წერს დონალდ ტრამპი X-ზე.
თავად 70 წლის კენედიმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ერთად მოვსპობთ კორუფციას ამ სფეროში, ჯანდაცვის სააგენტოებს დავუბრუნებთ ოქროს სტანდარტებს. მოუთმენლად ველი HHS-ის 80,000-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად მუშაობას, რათა გავათავისუფლოთ სააგენტოები კორუფციისგან და მათ შეასრულონ თავიანთი მისია სათანადოდ შეასრულონ. ჩვენ ვეცდებით, რომ ამერიკელები ყველაზე ჯანმრთელი ადამიანები გახდნენ დედამიწაზე.“-წერს X-ზე რობერტ კენედი უმცროსი.
კენედი ცნობილი ანტივაქსერია. ის წლების განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს.
დაწერა წიგნი, რომელშიც ადანაშაულებს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილ თანამშრომელ ენტონი ფაუჩსა და ბილ გეითსს კოვიდ 19-ის ვაქცინების გაყიდვასთან დაკავშირებით.