მთავარიევროპაესპანეთიმალაგის პროვინციაში შტორმები და წყალდიდობებია

მალაგის პროვინციაში შტორმები და წყალდიდობებია

ვალენსიის რეგიონში ორი კვირის წინ მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ სტიქიას სამხრეთის პროვინციაში, მალაგაში ებრძვიან. რეგიონში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. დატბორილია ქუჩები. ევაკუაციის დროს ათასობით პირი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

შტორმის გამო შეწყდა სასწავლო პროცესი და სარკინიგზო მიმოსვლა. ორი კვირის წინ ვალენსიასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ დაიღუპა 220-ზე მეტი პირი, ათასობით სახლი კი განადგურებულია.

ესპანეთის მეფემ ფილიპე VI-მ წყალდიდობის შემდეგ ვალენსიის გარეუბანში არსებული სამხედრო ბაზა მოინახულა, ესპანეთი, 12 ნოემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Alberto Saiz

სტიქიის ზონაში დაიტბორა ქუჩები. ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად იზრდება გვალვისა და წყალდიდობის შემთხვევები.

ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების საპასუხოდ ევროპარლამენტმა განიხილა ზომები, რათა გაძლიერდეს ევროკავშირის მდგრადობა ექსტრემალური ამინდების მიმართ და დახმარება გაუწიონ მათ, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა.

დებატებზე ასევე ყურადღება გამახვილდა კრიზისის დროს ევროკავშირის რეაგირების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც ვერ უმკლავდებიან კლიმატით გამოწვეულ შედეგებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend