მთავარიევროპარუსეთიომის კრიტიკის გამო რუს ექიმს ხუთ-ნახევარი წელი პატიმრობა მიუსაჯეს

ომის კრიტიკის გამო რუს ექიმს ხუთ-ნახევარი წელი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსი ექიმი, რომელსაც ბრალად ედებოდა პაციენტის თანდასწრებით უკრაინაში რუსეთის მოქმედებების კრიტიკა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და 5-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

68 წლის ნადეჟდა ბუანოვა თებერვალში მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი პაციენტის დედამ ხელისუფლებას შეატყობინა, რომ პედიატრი რუსეთს აკრიტიკებდა.

თავად ექიმმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ არასოდეს უთქვამს ის, რაშიც ადანაშაულებდნენ.

ნადეჟდა ბუანოვას დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები სავარაუდო საუბრის შესახებ, მათ შორის ვერ წარადგინა ჩანაწერები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend