მთავარიმსოფლიოკავკასიაილჰამ ალიევი კლიმატთან დაკავშირებული საკითხების გამო დასავლეთს აკრიტიკებს

ილჰამ ალიევი კლიმატთან დაკავშირებული საკითხების გამო დასავლეთს აკრიტიკებს

კლიმატის კონფერენციის COP29-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული საკითხების გამო დასავლური ქვეყნების მთავრობები გააკრიტიკა და ისინი ფარისევლობაში დაადანაშაულა. ილჰამ ალიევის განცხადებით, ისინი მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობენ, თუმცა, ამავდროულად, აკრიტიკებენ ქვეყნის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულ ეკონომიკას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა კონფერენციის მონაწილეთაგან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი COP29-ის გახსნაზე სიტყვით  გამოვიდა. როგორც ამბობენ, ეს იყო თავდასხმა დასავლური ქვეყნების მთავრობებზე, რომლებიც მისგან ბუნებრივ აირს ყიდულობენ, თუმცა, ამავდროულად, არ მოსწონთ ქვეყნის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ეკონომიკა. პრეზიდენტმა ალიევმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ეს პლატფორმა და მსოფლიო ლიდერებს გაუმეორა, რომ აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსები ღვთის საჩუქარია. მისი თქმით, ნავთობი, გაზი, ქარი, მზე, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი – ყველაფერი ეს ბუნებრივი რესურსია და ქვეყნები არ უნდა დაადანაშაულონ იმაში, რომ მათ ეს რესურსები გააჩნიათ და ბაზრებზეც გააქვთ. აზერბაიჯანი, რომელიც COP29-ის პრეზიდენტი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს მწვანე ენერგიაზე გადასვლას და ამას აკეთებს კიდეც, თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ ავიწყდება, რომ რეალისტებიც უნდა იყვნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლას კლიმატის კონფერენციაზე ხმაური მოჰყვა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლის კინგბადანტე საბირის თქმით, ილჰამ ალიევი სიმართლეს ამბობს,  თუმცა რაღაც მხრივ არასწორიცაა. იგი ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ნამდვილად ღვთის ნებაა, იქნება თუ არა ბუნებრივი რესურსები გარკვეულ ქვეყნებში. მას ასევე მიაჩნია, რომ ალიევმა სამართლიანად დაადანაშაულა დასავლეთის ქვეყნები ფარისევლობაში, თუმცა დასძენს, რომ წიაღისეული საწვავით გამოწვეული ზიანის უარყოფაც არ შეიძლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია War on Want-ის წარმომადგენლის ასად რეჰმანის თქმით, ყველამ ერთად რომ იმუშაოს, ამის ერთადერთი გზა ისაა, რომ სამართლიანი იყოს ყველა. იგი ეთანხმება ილჰამ ალიევს, როცა ამბობს, რომ პირველ რიგში, ეს მათ უნდა გააკეთონ, ვინც უკვე 100 წელზე მეტია აბინძურებს გარემოს.  მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას გააკეთებენ შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ბრიტანეთი. ამით ისინი სხვა ქვეყნებსაც მისცემენ მაგალითს.

ალიევი საკმაოდ მკაცრი იყო იმ მოლაპარაკებების წინ, რომლებიც საბოლოო შეთანხმების დეტალების განსახილველად უნდა გაიმართოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend