მთავარისაქართველოოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის პროტესტი გრძელდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის პროტესტი გრძელდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვეს. გათავისუფლებულია ხუთივე მათგანი: ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა, გარი კოკაია და ალმასხან არძინბა. როგორც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები „ტელეგრამის” არხზე წერენ, მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მაგრამ სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო პროცესი შეწყვიტა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი დეპუტატი, 9 ნოემბერს დაკავებული თენგიზ აგრბაც. სწორედ მის გათავისუფლებას ითხოვდა ოპოზიცია. უკვე გახსნილია გუმისთის ხიდი, რომელიც მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად 11 ნოემბერს ჩაკეტა. რაც შეეხება ბლოკირებულ კოდორის ხიდს, მისი გახსნის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა, ხუთი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავა. ადგილობრივი სოციალური მედიის არხებით, ვრცელდებოდა მწვავე დაპირისპირების კადრები უშიშროების სამსახურის შენობასთან.

ეს მოვლენები უკავშირდება ქალაქ გუდაუთაში გამართულ საჯარო დებატებს სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული ინვესტიციების, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას, ოპონენტები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ამ ნაბიჯს და 15 ნოემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციაც დააანონსეს.

დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლების მოთხოვნით, ადგილობრივებმა გუდაუთასა და კოდორში 11 ნოემბერს სოხუმისკენ მიმავალი ხიდები გადაკეტეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend