სამი ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ღაზაში ისრაელის მიერ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილი იერიშის შედეგად. ჭურვი ერთ-ერთ კარავს მოხვდა, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ოჯახი აფარებდა თავს. დაიჭრა ორი ბავშვი, მათი მშობლები კი დაიღუპნენ.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაშავდა ასევე 24 ადამიანი, რომლებიც ნუსეირათში, ავდას საავადმყოფოში, გადაიყვანეს.
In a 14-hour mission, Palestine Red Crescent teams evacuated 20 patients today from Al-Awda Hospital in northern Gaza to Al-Shifa Hospital in Gaza City, coordinated with the International Committee of the Red Cross. One patient tragically passed away due to prolonged delays at… pic.twitter.com/OKyAap48Cd
— PRCS (@PalestineRCS) November 10, 2024
ღაზის ჩრდილოეთში ისრაელის სამხედრო კამპანიის გაძლიერების ფონზე, ასობით პალესტინელი ტოვებს ჯაბალიას, სადაც გასულ უქმეებზე ისრაელელთა იერიშს 32 ადამიანი ემსხვერპლა
ამავდროულად, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე მიიტანეს იერიში, რამაც ქვეყნის მთავარი მაგისტრალის დაკეტვა გამოიწვია.
იემენელი ჰუსიტები კი აცხადებენ, რომ მათ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გაუშვეს რაკეტა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰაერშივე გაანეიტრალეს.