ესპანეთის იმ ნაწილებში, რომლებიც ახლახან დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა, ანტისანიტარიაა. ყველგან ნაგავი ყრია და ვირთხები დარბიან. ეს კი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტები არ არის შორს, გზები ისეა დაზიანებული, რომ სატვირთოებს დიდი დრო სჭირდებათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.
წყალდიდობიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ ვალენსიაში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ადგილსამყოფლის დასადგენად. ამასთან, ბოლო ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის სანაპიროებზეც.