მთავარიამბებიCOP 29: “მსოფლიო რელიგიები მწვანე პლანეტისთვის”

COP 29: “მსოფლიო რელიგიები მწვანე პლანეტისთვის”

გაეროს მსოფლიო კლიმატის ცვლილებების კონფერენციის, COP29-ს ფარგლებში, 5 და 6 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში რელიგიური ლიდერების გლობალური სამიტი გაიმართა.

ორდღიან სამიტს 300-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის მსოფლიო რელიგიური ლიდერები, გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეცნიერები და სხვა.

სამიტის მთავარ განსახილველი თემა კლიმატის ცვლილების პრობლემა და გარემოს დაცვაში რელიგიის როლი იყო.

სამიტზე არაერთხელ აღინიშნა, რომ რელიგია გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მოწვეული სტუმრების განცხადებით, კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად კი საჭიროა მეცნიერებისა და რწმენის გაერთიანება, რადგან თითოეულ ადამიანს სამყაროს წინაშე კოლექტიური პასუხისმგებლობა აკისრია.

სამიტზე ითქვა, რომ ახლა გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია რწმენისა და მეცნიერების გაერთიანება.

სამიტის მონაწილეებმა თქვეს, რომ რელიგიას გარემოს განადგურების შეჩერებაში მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლია.

რელიგიური ლიდერების თქმით, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად დაუცველ რეგიონებში იგრძნობა, სადაც მასთან გამკლავების რესურსები არ არსებობს.

სწორედ ამიტომ მათ აღნიშნეს, რომ განვითარებული ქვეყნების მხრიდან აუცილებელია ამ დაუცველი რეგიონების მხარდაჭერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend