მთავარიევროპაესპანეთივალენსიაში მიუსაფარ ცხოველებზე მოხალისეები ზრუნავენ

ვალენსიაში მიუსაფარ ცხოველებზე მოხალისეები ზრუნავენ

ვალენსიაში საუკუნის ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, მოსახლეობასთან ერთად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ შინაური ცხოველები.

სტიქიის შემდეგ ცხოველთა ნაწილი დაიკარგა, ნაწილი კი პატრონის გარეშე დარჩა. ისინი, რომლებიც წყალდიდობას გადაურჩენენ ახლა სპეციალურ თავშესაფრებში მიჰყავთ.

მოხალისეთა ჯგუფები უწყვეტად მუშაობენ იმისთვის, რომ მოაწყონ დროებითი თავშესაფრები და ვეტერინარული კლინიკები. სწორედ, მოხალისეთა ჯგუფები არიან მათთვის პირველადი დახმარების აღმომჩენებიც და დროებითი პატრონებიც.

მოხალისეთა ჯგუფები მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების შეგროვებასაც ახერხებენ. ამაში ცხოველების მოყვარული მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული. სწორედ მოსახლეობის შემოწირულებებით ყიდულობენ საკვებს და პირველადი საჭიროების მედიკამენტებს. ვალენსიაში ბევრია უსახლკაროდ დარჩენილი ცხოველების აყვანის მსურველიც.

მოხალისეები იმედს არ კარგავენ, რომ დაკარგულ და მიუსაფრად დარჩენილი ცხოველების ნაწილისთვის მაინც შეძლებენ საკუთარი პატრონების მოძებნას, ნაწილს კი ახალ მზრუნველ ოჯახებს მოუძებნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend