მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა და მსოფლიო ტრამპის გეგმის მოლოდინში

უკრაინა და მსოფლიო ტრამპის გეგმის მოლოდინში

დონალდ ტრამპის გუნდს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე მედიასთან საუბარი და განმარტებების გაკეთება უკვე უწევს.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და სტრატეგმა ბრაიან ლანზამ BBC-ისთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრიორიტეტი არ იქნება და, რომ ახალი მთავრობა ომის დასრულებაზე იმუშავებს. თუმცა არჩეული პრეზიდენტის სპიკერი განმარტავს, რომ ეს განცხადება ამერიკის 47-ე პრეზიდენტის სახელით არ გაკეთებულა და ეს ცალკე, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ბრაიან ლანზას პირადი მოსაზრებაა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ შეეძლო უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ დღეში დასრულება, თუმცა მას არასდროს განუმარტავს, როგორ. დონალდ ტრამპი, არც იმას გამორიცხავდა, რომ კიევს ომის დასასრულებად შესაძლოა მოსკოვისთვის ტერიტორიების ნაწილი დაეთმო. 2022 წლიდან  უკრაინის 4 რეგიონია რუსეთის მიერ ანექსირებული, 2014 წელს კი კრემლმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ძალების სრულად გაყვანა და ტერიტორიების დაბრუნება, მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელი პირობაა.

ახლა უკრაინაც და მსოფლიოც ტრამპის გეგმის მოლოდინშია – როდის და როგორ შეძლებს შეაჩეროს რუსული აგრესია და დაასრულოს პუტინის ომი უკრაინაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend