მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ.

პირისპირ შეხვედრა ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ასევე  ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის.

„ვმონაწილეობთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. ვისაუბრეთ მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend