2024 წლის ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაზე მონაწილეთა რეგისტრაცია 19 ნოემბერს დასრულდება.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში FAO-ს პროექტის ასისტენტმა, სალომე ცხადაძემ ისაუბრა.