მთავარიმსოფლიოევროპადონალდ ტრამპის გამარჯვებამ შესაძლოა ევროპაში ულტრამემარჯვენეები გააძლიეროს

დონალდ ტრამპის გამარჯვებამ შესაძლოა ევროპაში ულტრამემარჯვენეები გააძლიეროს

სანამ ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები ოპტიმიზმით არიან სავსე.

ევროპის პოპულისტური პარტიების ლიდერები, როგორებიც არიან – ვიქტორ ორბანი, ჯორჯია მელონიმარინ ლე პენიხეერტ ვილდერსი შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ტრამპის ეს გამარჯვება მათი იდეების გამარჯვებაც არის, რაც ამ პარტიების პოლიტიკის გამკაცრებას გამოიწვევს.

„ტრამპის გამარჯვებას ევროკავშირში ულტრამემარჯვენეებზე გავლენა ექნება. პირველყოვლისა. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ერთგვარი გადამდები
ეფექტი ამომრჩევლებზე, რომლებიც გრძნობენ, რომ ულტრამემარჯვენეობა უფრო ნორმალურია ან ამ ტიპის პარტიებისთვის ხმის მიცემით უფრო ბედნიერი არიან. ეს, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ამ პარტიების ძალას გაზრდის“, – ამბობს ხავიერ კარბონელი, ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი.

ივნისში ევროპულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეების წარმატება და დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ერთგვარი პოლიტიკური სინქრონიზაციის ფონს ქმნის. თუმცა ამ შედარებას გარკვეული საზღვრები აქვს, რადგან ევროპული პოპულისტური პარტიები წარმატებისთვის სხვა სტრატეგიებს იყენებდნენ.

„ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამოჩნდა ევროპის არჩევნების დროს, როდესაც „ეროვნული გაერთიანება“ მისდევდა დემონიზაციის სტრატეგიას,
რითაც ცენტრისტი ამომრჩევლების ხმების მოპოვებას ცდილობს მაშინ, როდესაც გერმანიაში „AFD“ უფრო და უფრო რადიკალური ხდება. შესაბამისად, ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის განსხვავებები არსებობს“, – ამბობს სოფი პორნშლეგელი, მკვლევარი.

ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს გაჟღერებული ხმები ერთად უცხადებენ ბრძოლას ემიგრაციას, თავს ესხმიან უმცირესობათა უფლებებს და ირგებენ ძლიერის როლს.

თუმცა ეს დაახლოება მხოლოდ იდეოლოგიური იქნება, რადგან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, პირველ ყოვლისა, დაიცავს ამერიკელი ხალხის ინტერესებს და არა მოკავშირეების.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend