მთავარისაქართველო„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა" - საია

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა” – საია

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა. მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა, კომისიის წევრების პასუხისმგებლობა და საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

საიასა და კოალიცია „ჩემი ხმის” 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend