მთავარიგადაცემებიSmart Regionsევროპული პროექტი, რომელიც სიღარიბის დაძლევას უწყობს ხელს

ევროპული პროექტი, რომელიც სიღარიბის დაძლევას უწყობს ხელს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უბანი ელექტროენერგიაში გაცილებით ნაკლებს ხარჯავს და სიღარიბის დაძლევასაც ცდილობს.

ესპანეთში – ტორებლანკასა და სევილიაში –   ერთობა დიდი ძალაა, როცა საქმე ელექტროენერგიის გადაცემას (ელექტროენერგიის ახალ პლატფორმას) ეხება. ხუთი ევროპული რეგიონი, მათ შორის ანდალუსიაც იყო ჩართული პროექტ POWERTY-ში, რომლის ფარგლებშიც განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია ყველაზე ღარიბ თემებს მიეწოდება. თუმცა ეს პროექტი, როგორც ანდალუსიის ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენელი ხოაკინ ვილიარი  ამბობს, უფრო შორსაც მიდის:

„ელექტროენერგიით გამოწვეული სიღარიბე  ევროპაში 50 მილიონ ადამიანს აწუხებს. ტორებლანკას მიზანია, რომ ცნობილი იყოს არა სიღარიბით, ქურდობითა თუ რაღაც უარყოფითი კუთხით, არამედ ყველა იცნობდეს, როგორც რეგიონს, რომელიც განახლებადი ელექტროენერგიისა და ენერგეტიკული გაერთიანების პრინციპების ერთგულია. ერთი სიტყვით, იმით, რომ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიით ამარაგებს“.

ტორებლანკა ესპანეთის მეოთხე ყველაზე ღარიბი რეგიონია. მისი მოსახლეობა 18 ათასს შეადგენს. ასოციაცია Torreblanca Ilumina-მა  მიზნად დაისახა, რომ 2020 წლისთვის ამ რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიით მომარაგება გაეუმჯობესებინა და განათლების დონე აემაღლებინა. ამას შედეგად მზის პანელების გადაცემა მოჰყვა, რომლის ნაწილიც უკვე დამონტაჟდა რეგიონის ორ საჯარო სკოლაში. პროექტი POWERTY-ი კი სკოლებს ფინანსებისა და მენეჯმენტის ნაწილში დაეხმარა.

„ქალაქის საბჭომ ნება მოგვცა, რომ ორი დაწყებითი სკოლის სახურავი გამოგვეყენებინა, რათა მათზე დაგვემონტაჟებინა ფოტოვოლტური პანელები, რომლითაც ამ უბანში უამრავი ოჯახი ისარგებლებს“, -განმარტავს მაკარენა ლუკე გილიენი, Torreblanca Ilumina-ის წარმომადგენელი.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ორი სახელმწიფო სკოლის სახურავზე განთავსდა სულ რამდენიმე მზის პანელი, რომლებიც ერთობლივად 15 კილოვატ ელექტროენერგიას აწარმოებენ. დაწყებითი სკოლის მოწაფეები ამ ელექტროენერგიით სახლშიც სარგებლობენ და სკოლაშიც.

„ ეს მზის პანელები, რომლებიც აქ დავამონტაჟეთ, მოტივაციას გვაძლევს, რომ ვიმუშაოთ და კლასს მივაწოდოთ ინფორმაცია სოციალურ პასუხისმგებლობაზე ელექტროენერგიის დაზოგვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით,“ – ამბობს მარკოს სანჩეს ლოპესი, ველეს დე გევარას დაწყებითი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.

პროექტ  POWERTY-ის მთლიანი ბიუჯეტი 1,335,118 ევროა და ამის 83.3%-ს  ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა აფინანსებს, დანარჩენი – 16.7%-ი კი ანდალუსიის ენერგეტიკულმა სააგენტომ და სხვა პარტნიორებმა დაფარეს.

ტორებლანკაში ამ პროექტით 14 ოჯახი სარგებლობს, მათ შორის არის მარია ანხელესი, რომელიც ენერგოკომუნის წევრია. ის უკვე გრძნობს შეღავათს ელექტროენერგიის გადასახადზე.

„ხშირად ელექტროენერგიის გადასახადი იმიტომ იზრდება, რომ თვეზე მეტხანს გიწევს   კონდიციონერის ჩართვა  ღამით და ამის გადახდა არ შეგიძლია,“ – განმარტავს მარია. „აი, ესაა ელექტროენერგიის გადასახადით გამოწვეული სიღარიბის მიზეზი. მას შემდეგ, რაც მზის პანელები ამოქმედდა, შევამჩნიეთ, რომ დენის გადასახადმა მკვეთრად იკლო“.

პროექტ POWERTY-ის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონმა ერთმანეთს 50 სასარგებლო მეთოდი გაუზიარა. ამ პროექტმა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.

ავტორი: ავრორა ევლესი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend