დღეს, ხუთ ნოემბერს პარიზში იმ რვა ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომლებიც სავარაუდოდ, სამუელ პატის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.
მასწავლებელს თავს იმის გამო დაესხნენ, რომ მან მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. საფრანგეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ საფრანგეთი სეკულარული სახელმწიფოა.
სამუელ პატი, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, 2020 წლის 16 ოქტომბერს პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში 18 წლის ჩეჩენმა სტუდენტმა მოკლა. თავდამსხმელი პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა.
ისლამისტების მთავარი სამიზნე ფრანგული სატირული გაზეთი „შარლი ებდო“ იყო, მათ არ დაინდეს არც მასწავლებელი, რომელმაც გამოიყენა ამ ჟურნალში დაბეჭდილი ფოტო. მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე გაზეთმა ხელახლა გამოაქვეყნა მუჰამედის კარიკატურები 2015 წელს მათს ოფისზე თავდამსხმელი ისლამისტი ექსტრემისტების სასამართლო პროცესის დაწყების აღსანიშნავად.
მკვლელობის მეოთხე წლისთავზე, მის პატივსაცემად საშუალო სკოლას, რამდენიმე ქუჩასა და სასწავლო ინსტიტუტს სამუელ პატის სახელი მიენიჭა
ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა ასოციაციამ დააწესა სამუელ პატის პრემია, რომლითაც იმ პროექტებს დააჯილდოებენ, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებთან და ღირებულებებთან იქნება დაკავშირებული.
2023 წლის 13 ოქტომბერს რადიკალმა ისლამისტმა, რომელიც წარმოშობით ინგუში იყო, კიდევ ერთი მასწავლებელი მოკლა.