PUBG Mobile-ს ტურნირი

დიდ დარბაზში 64 ახალგაზრდა ზის და თავიანთ მობილურებს ჩასცქერის. ქვემოთ დიდ ეკრანზე მოთამაშეების პატარა ეკრანები  ჩნდება და ერთმანეთს ენაცვლება…

ეკრანზეც და დარბაზშიც ძალიან საინტერესო ამბები ხდება… ეკრანზე დაძაბული ბრძოლის ველია გაშლილი, ყურადღების, ჭკუისა და ანალიზის ასპარეზი.

და ზუსტად იგივე ხდება დარბაზშიც – აქაც შეჯიბრია, სტრატეგიისა და გონების პაექრობა. ეს არის ახალი სპორტი, ახალი მსოფლიო ასპარეზი.

კარგა ხანია, კომპიუტერული თამაშების ჩემპიონატებზე მრავალათასიანი დარბაზები ივსება, სტრიმერებს კი, ასობით მილიონი ნახვები აქვს.

ეს კი საქართველოში ხდება და დარბაზში ახლა  „პაბჯი მობაილის“ ტურნირი ტარდება.

„ახლა მე ვიმყოფები სილქ ფელის ორგანიზებულ ფაბჯის ტურნირზე. ასეთ გარემოში გეიმინგ ტურნირი საქართველოში ძალიან იშვიათად თუ ტარდება ხოლმე და ძალიან დიდი მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელია მთლიანად გეიმინგ კულტურისთვის. გეიმინგ სფერო საქართველოში ძალიან დიდია, ბევრ ადამიანს მოსწონს გეიმინგი. ტურნირების ნაკლებობას განვიცდით, მოთამაშეები უფრო მაღალი დონის გვყავს, ვიდრე ტურნირები ტარდება ხოლმე, ყველა დისციპლინაში საერთოდ. მეც ბავშვობიდან გეიმერი და ზოგადად დიდი გულშემატკივარი ვარ ამ სფეროსი. იუთუბზეც გეიმინგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური სფეროა. გეიმერი იუთუბერები ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი ქომიუნითის სიძლიერით, იმიტომ რომ ის ადამიანები ვინც ამ სფეროს ადევნებენ თვალყურს, ძალიან ერთგულები არიან და იმ სფეროს პატივს სცემენ, რომელშიც მოღვაწეობენ. უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მოთამაშეები გვყავს სასწაული დონის და ამას თუ ტურნირების და ინფრასტრუქტურის განვითარება მოჰყვება, შეიძლება საქართველოსთვის გეიმინგი ისეთი სფერო გახდეს, რიტაც ქართველები ვიამაყებთ მომავალში.“-ამბობს ჰიტაიუთუბერი.

სწორედ ამგვარი ახალგაზრდების მხარდასაჭერად  გადაწყვიტა კომპანია „სილკნეტმა“  მხარი დაეჭირა  Silk Play-ს მიერ  ორგანიზებული  „პაბჯი მობაილის“ ტურნირისათვის.

ტურნირზე თავდაპირველად 110 გუნდი იყო დარეგისტრირებული, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს საუკეთესო 16-ეულში მოსახვედრად. ამის შემდეგ კი შეჯიბრმა ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა.

64 მოთამაშე, რომლებიც 16 გუნდში იყვნენ გადანაწილებული, Silk Play-მ ერთ დიდ  სივრცეში გააერთიანა და უმაღლესი ხარისხისა და დონის ტურნირი შესთავაზა როგორც მოთამაშეებს, ისე მათ გულშემატკივრებსა და ონლაინმაყურებლებს. ეს ეს ამბავი, ახლა სწორედ „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ დიდ დარბაზში ხდება, და თამაში საკმაოდ დაძაბულ ფაზაშია შესული.

მიშო ბერიანიძე: silk play-ს ორგანიზატორი

„Silk play-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს, რადგან პირველად ჩავატარეთ ჰიბრიდული ფორმატის ტურნირი, როდესაც 110 გუნდი დარეგისტრირდა ონლაინ, ფაბჯი მობაილ ტურნირში შემდეგ 16 ფინალისტი შეხვდა ერთმანეთს უშუალოდ ფიზიკურად სივრცეში, რესპუბლიკის ივენთ ჰოლში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მთელი დღის განმავლობაში და საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო მათი, რადგან ბოლო მომენტში გამოაშკარავდა თუ ვინ იყო გამარჯვებული”,-ამბობს მიშო ბერიანიძე, Silk Play-ს ორგანიზატორი.

ამგვარი ტურნირების დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტის ხარისხი. ესეც არის ხოლმე დაბრკოლება, რის გამოც, ხშირად ვერ იმართება ვიდეოთამაშების ასპარეზობები.

Silknet-ი საქართველოში  პირველი პროვაიდერი გახდა, რომელმაც  64 მონაწილე უმაღლესი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყო და თანაბარ პირობებში თამაშის შესაძლებლობა მისცა.

“დაბრკოლებები საკმაოდ ბევრი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ გეიმერებისთვის პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერნეტის სიჩქარე, ე.წ. პინგი, რომელიც აქამდე ყოველთვის პრობლემა იყო და სილქნეტის დახმარებით ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით. უმაღლესი ხარისხის ინტერნეტის მიწოდების საშუალება მოგვეცა და ეს აისახა ტურნირის ხარისხზეც. აქედან გამომდინარე, უშუალოდ ყველა სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები და პარტნიორი კომპანიები არიან დაინტერესებულები, რომ ეს მიმდინარეობა და მიმართულება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, კიდე უფრო საინტერესო პროდუქტები შევთავაზოთ გეიმერებს. დაწყებული გეიმერ პაკეტებით, ასევე დამთავრებული სილქ ბანკის მხრიდან სპეციალური სილქ ბანკის ბარათებით, ჰოსფითალითის მხრიდან სხვადასხვა აქტივობითა და სხვადასხვა, ისეთი ტიპის ჯილდოებით, რომლებიც გეიმერბზე იქნება მორგებული.”-ამბობს მიშო ბერიანიძე, Silk Play-ს ორგანიზატორი.

„PlayerUnknown’ s Battlegrounds“ აბრევიატურა –  „პაბჯი“ („PUBG“), სამეფო ბრძოლის ჟანრის ონლაინ-ვიდეოთამაშია. თამაშის არსი ის არის, რომ ასამდე მოთამაშეს ერთდროულად შეუძლია ერთმანეთს შეერკინოს.  ეს თამაში გეიმერებს შორის, ძალიან პოპულარულია.   იგი დაფუძნებულია რამდენიმე ასევე პოპულარული თამაშზე,  შთაგონების წყაროდ კი, იაპონური ფილმი „სამეფო ბრძოლა“ იქცა.

პაბჯის“ასე აღწერენ მისი მოყვარულები: ასამდე მოთამაშე კუნძულზე დაეშვება.  აქ ისინი  ეძებენ იარაღსა და აღჭურვილობას, რათა მოწინააღმდეგეები გაანადგურონ. გადარჩენილი ჯგუფი ან მოთამაშე რაუნდის გამარჯვებული ხდება…

Silk Play-ის მიერ ორგანიზებული „პაბჯ მობაილის“ ტურნირის საპრიზო ფონდი 8000 ლარი იყო, რომელიც კომპანია ვოლტმა სპეციალურად ამ ტურნირისთვის გამოყო.

ტურნირი გვიან საღამოს დასრულდა და დღის განმავლობაში, მოთამაშეებმა 8 მატჩი ჩაატარეს. დამღლელი დღის ბოლოს,  ქულებისა და მოგებული მატჩების დათვლის შემდეგ, გამარჯვებულებიც გამოვლინდა.

ტურნირის გამარჯვებული გუნდი KZ Esports-ი გახდა. ეს არის კიბერსპორტსმენთა გაერთიანება, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა შექმნეს.  აღმოჩნდა, რომ ხვიჩა და ზურიკო სპორტთან ერთად კიბერსპორტითაც არიან დაინტერესებული და მის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ. KZ Esports-ის მხარდაჭერაც ამის ერთ-ერთი დასტურია.

მეორე ადგილზე გასული UnionPower აღმოჩნდა,  მესამე ადგილზე კი  PUBG Georgia გახდა.

„მე ვარ KZ Esports-ის წარმომადგენელი აბულა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო სილქს ასეთი კარგი ტურნირისთვის. ნამდვილად გვაკლდა ასეთი ტურნირები ფაბჯის მობაილში და ზოგადად კიბერსპორტში. ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება ასეთი ტურნირები და  ტრადიციად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ტურნირს, ძალიან კარგი ტურნირი იყო. უმაღლესი კლასის ორგანიზება იყო. ყველაფერი იყო მაღალ დონეზე.“-ამბობს ნიკა აბულაძე, ტურნირის გამარჯვებული, გუნდ KZ Esports-ის წევრი

და რადგან ამბავი მობაილთამაშს ეძღვნებოდა, იგი ცხადია,  ერთი სივრცით, ანუ რესპუბლიკა ივენთ ჰოლით არ შემოფარგლულა.

შეჯიბრის ტრანსლაცია უწყვეტად გრძელდებოდა – Youtube და Twitch პლატფორმებზე. და იმ გულშემატკივარს, რომელმაც იმ დღეს დარბაზში მისვლა ვერ მოახერხა,  ამ პლატფორმების საშუალებით შეეძლო, ტურნირისთვის თვალი  ედევნებინა.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო Silk Play-ს, ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის და იმისთვის, რომ ბევრ გუნდს მისცა საშუალება გამოსულიყვნენ და პრაქტიკა გაევლოთ. მე ვარ გოგოების გუნდის მოთამაშე და ჩვენც ვიღებთ ამ ტურნირში მონაწილეობას. ვიყავით ერთ-ერთი გოგოების გუნდი, რომელიც გადავიდა ნახევარფინალში, თუმცა ფინალამდე გასვლა ვერ მოვახერხეთ. მაგრამ, იმედია სილქ ფლეი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომავალშიც იყოს მსგავსი ტურნირები და ჩვენ აუცილებლად გადავალთ ფინალში.“-ამბობს მარიამ სოხაშვილი, ტურნირის მაყურებელი.

ტურნირის დღეს, „გეიმერებმა“ ბევრი სხვა სიურპრიზის თაობაზეც შეიტყვეს. მაგალითად ის, რომ Silk Play-ს ერთ-ერთი მთავარი სპონსორი სილქ ბანკი,  კომპანია Visa-სთან ერთად მოთამაშეებისთვის სპეციალურ ბარათებს ამზადებს. ამ ინოვაციური ბარათით ყიდვისას მათ გარკვეული თანხა დაუბრუნდებათ პლატფორმებიდან: – Steam, Epic Games, Google Play, Itunes და ა.შ.

„ამ ბარათით ყიდვისას გექნებათ ქეშბექი ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა steam, itunes, google play, epic games. ყველა ისეთ პლატფორმაზე, რაზეც თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე თამაშის ყიდვა, გარკვეული რაოდენობის თანხა დაგიბრუნდებათ უკან. ასევე ბევრი სხვა დამატებითი შესაძლებლობები გექნებათ, რომლებსაც დროთა განმავლობაში გაგაცნობთ. სილქნეტის ახალი აპლიკაცია პირველი 100 000 მომხმარებლისთვის უფასო იქნება. ანგარიშებზე გადარიცხვა, გადახდა, კონვერტაცია, ყველაზე კარგი კურსი გვაქვს ბაზარზე. ასე რომ შეგიძლიათ თამამად გადმოწეროთ და გამოიყენოთ.“-ამბობს დავით ნინიძე, Silk ბანკის პროდუქტების მთავარი ოფიცერი.

და კიდევ ერთი სიურპრიზი, სილქნეტმა ტურნირის ყველა ფინალისტს საჩუქრად გადასცა სილქნეტის ერთ თვიანი „გეიმერ“ პაკეტი. ხოლო გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს ერთ წლიანი ულიმიტო მობილური პაკეტი.

“კომპანია სილქნეტი პირველი კომპანიაა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც პაკეტ გეიმერს სთავაზობს მომხმარებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ კონკრეტული ტურნირის და ზოგადად სილქ ფლეის სპონსორები ვიყოთ. ვფიქრობ, არაჩვეულებრივად ჩაიარა ამ ტურნირმა და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას.”-ამბობს კიწი ხარაბაძე, სილქნეტის PR.

თამაში, დაძაბული იყო და მართლაც მთელ დღეს გაგრძელდა. მაგრამ ტურნირის მონაწილეებს  დარბაზის დატოვება არც კი დასჭირდათ – ამაზე  „პაბჯი  მობაილის“ ტურნირის სპონსორმა, კომპანია Wolt-მა იზრუნა:

„… შუაში იყო დიდი შესვენება და ჩვენმა სპონსორმა, ვოლტმა პრომოკოდებით უზრუნველყო ჩვენი მოთამაშეების კვების საკითხი.”-ამბობს გიორგი დაქუზაშვილი, ტურნირის ორგანიზატორი

თამაში დასრულდა… და დასრულდა კიდევ ერთი ახალი ტურნირი, რომელსაც ნამდვილ სპორტად მიიჩნევენ.

კომპანია „სილქნეტი“ ინტერესით არის ჩართული ამ ახალი სპორტის განვითარებაში, Silk Play-ს ორგანიზებით, ტარდება ტურნირები ონლაინთამაშებში. უახლოეს მომავალში კი ეს ჯგუფი, კიბერსპორტსმენებს ძალიან ბევრ ინოვაციურ შეთავაზებასა  და მათზე მორგებულ პირობებს ჰპირდება.

კიბერსპორტი სულ უფრო ვითარდება, მაგრამ ჯერ მაინც ისმის ხოლმე კითხვა, რა საერთო აქვთ, გეიმერებსა და სპორტსმენებს…  მაგრამ ისინი ვინც, მაგალიტად,  „პაბჯი მობაილს“ თამაშობენ, გეტყვიან, რომ ამისათვის მეხსიერებაში მუდმივი ვარჯიში და ფიზიკური გამძლეობაც გჭირდება.

“ყველანი ვერთიანდებით, რომ საქართველოში მოხდეს გეიმინგ ქომიუნითის მაღალ დონეზე აწევა, რომ ასპარეზობა გავუწიოთ საერთაშორისო დონეს და ჩვენი მიზანია, რომ ქართული გუნდები დასპონსორებული იყოს ქართული კომპანიების მხრიდან და საზღვარგარეთ ავწიოთ ქართული დროშა“,-ამბობს მიშო ბერიანიძე, Silk Play-ს ორგანიზატორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend