მთავარიმსოფლიოლუკაშენკა უარყოფს რუსეთში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების ყოფნას

ლუკაშენკა უარყოფს რუსეთში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების ყოფნას

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები რუსეთში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების განლაგების შესახებ, ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მას უკრაინის ფრონტის ხაზზე არ უნახავს ფხენიანის სამხედროები. მან  დასავლეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რამაც შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს.

ბელარუსი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია მას შემდეგ, რაც წლების წინ ბელარუსის ხელისუფლებაში ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შეფასებული ალექსანდრ ლუკაშენკა მოვიდა. ქვეყანამ მოსკოვის ჯარებს ნება დართო, განლაგებულიყვნენ მის საზღვრებთან და ის პლაცდარმად გამოეყენებინათ მეზობელ უკრაინაში შესაჭრელად.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ დაძაბულობა და კონფლიქტი არავის  სჭირდება. შესაბამისად, მხარეებმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყონ   მოლაპარაკებები.

ღონისძიებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც  გამოვიდა სიტყვით და აღნიშნა,  რომ უახლოეს მომავალში მოსკოვი ირანთან სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცების სერიოზული ფაქტორი იქნება ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მომზადებული ხელშეკრულება. რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მზად  ხელმოსაწერად.

ეს  დაადასტურებს მხარეთა სურვილს, რომელიც თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და რეგიონულ და გლობალურ დონეზე მშვიდობისა და, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.

მოსკოვს არ წარუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ  ნატოს ან დასავლეთის მიზანი რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის გამოვლენა იყო. ეს იყო კრემლის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი, რომლის გამოც 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.

მინსკის კონფერენციას ასევე ესწრებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელმაც განაცხადა, რომ უნგრეთს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, ვისთან გამართავს მოლაპარაკებებს. პიტერ სიიარტოს მინსკის კონფერენციაზე გამგზავრებამ ნატოსა და მისი მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია. შეერთებული შტატების საელჩომ წევრი სახელმწიფოების ელჩებიც კი მოიწვია, რათა განეხილათ ორბანის „ეკონომიკური სუვერენიტეტის“ პოლიტიკა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend