მთავარიაზიაღაზაღაზაში გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შენობა ნაწილობრივ დანგრეულია

ღაზაში გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შენობა ნაწილობრივ დანგრეულია

პალესტინის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგად დაზიანდა გაეროს დახმარების სააგენტოს შენობა ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკში.

თუმცა, ისრაელის სამხედროები უარყოფენ ამ ბრალდებას.  ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ,,ჰამასის“ მებრძოლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები იქვე მოათავსეს და ისრაელის ჯარებს შეუტიეს. ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, სწორედ ამ აფეთქებამ დააზიანა შენობა.

ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც კრძალავს  გაეროს დახმარების სააგენტოს მუშაობას ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე.

ისრაელი სააგენტოს  თანამშრომლებს ადანაშაულებს, რომ ის მხარს უჭერს პალესტინელ მებრძოლებს, რასაც გაეროს დახმარებისა სააგენტო არ ეთანხმება.

კანონი ძალაში სამ თვეში შევა.

,,ჩვენ ძალიან ნათლად ვამბობთ, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო წარსულის ნაწილია, ეს პრობლემაა. ამ ხოცვა-ჟლეტაში  გაეროს დახმარების სააგენტოს წევრებიც მონაწილეობდნენ. ახლა დროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, უპირველეს ყოვლისა, თავად გაერომ, გადახედოს და გააკეთოს ის, რაც სწორია, რათა მართლაც დაეხმაროს პალესტინელებს, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან თავიანთი  იდეები გაეროს დახმარებისა სააგენტოში“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა დევიდ მენსერმა.

გაეროს მრავალი სააგენტო გაერთიანდა გაეროს დახმარების სააგენტოს ირგვლივ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სააგენტო მნიშვნელოვან მისიას ასრულებდა  ღაზისა და სხვა პალესტინის რაიონებში.

გაეროს დახმარების სააგენტო 1948 წლიდან  უზრუნველყოფს განათლებას, ჯანდაცვასა და გადაუდებელ დახმარებას მილიონობით პალესტინელი ლტოლვილისთვის.

ღაზის მოსახლეობის უმრავლესობა იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend