ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, რომელიც შეეხებოდა 9 დათქმას, რის შესრულებაზეც დამოკიდებულია გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.
პლატფორმა იქსზე უმრავლესობის წევრმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოს სამხარეძემ დაწერა:
”ევროკომისიის გაფართოების ანგარიში აღნიშნავს პროგრესის განსხვავებულ დონეს გაფართოების 35-დან 25 თავში, ბოლო 12 თვეში. ამდენად, ბევრი ბრალდებისა და სპეკულაციის საპასუხოდ, საქართველოს წინსვლა აქვს ევროკავშირის გზაზე და ფუნდამენტური უფლებების კვლავ თავში ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, მოლდოვაზე და უკრაინაზე წინაა“ .
ნიკოლოზ სამხარაძეს პლატფორმა იქსზე უპასუხა მელინა არაკელმა, ნიდერლანდერიბს ელჩმა საქართველოში:
„არა, ბატონო სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო წინ არ მიდის ევროკავშირის გზაზე, რამდენადაც უკუსვლაა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით. საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესი ამიტომაა შეჩერებული”.
შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა იქსზე ასევე ელჩს და თქვა, რომ ანგარიშის 25 თავის მიხედვით, წინსვლა ფიქსირდება.
“25 პუნქტში არის პროგრესი, როგორც არ უნდა შეხედოთ ამას. თქვენივე ლოგიკით, ასოცირების შეთანხმებაში პროგრესი, სულაც არ ყოფილა პროგრესი. რაც შეეხება კანონებს, ის უნდა აფასონ არა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა, არამედ სასამართლოებმა. ასე რომ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“.
მოგვიანებით ამავე დისკუსიას გამოეხმაურა თავის პლატფორმაზე ესტონეთის ელჩიც საქართველოში მარგე მარისალუ –კაჰარმა:
„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის წინადადება იმის თაობაზე, რომ საქართველო პროგრესს განიცდის ევროკავშირის გზაზე, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაიყინა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო ევროკავშირის გუშინდელი გაფართოების ანგარიშის ცხადი გზავნილი”.
დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი:
“ევროკავშირში გაწევრების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად“