მთავარიგადაცემებიWater Mattersცირკულარული ეკონომიკა - რამდენად შესაძლებელია, რომ სასტუმროებში ტურისტების მიერ დახარჯული წყალი გადამუშავდეს,...

ცირკულარული ეკონომიკა – რამდენად შესაძლებელია, რომ სასტუმროებში ტურისტების მიერ დახარჯული წყალი გადამუშავდეს, რათა ის ხელმეორედ გამოიყენონ?

ევროპის იმ რეგიონებში, რომლებშიც წყლის დეფიციტია, სასტუმროების მფლობელები  ცდილობენ, წყლის მოხმარების უფრო რაციონალური მიდგომა შეიმუშაონ. ამიტომ ტურისტების მიერ უკვე დახარჯულ წყალს მეორეულად ამუშავებენ და ისე იყენებენ. წყლის რაციონალური მოხმარების გარკვეული ინიციატივები კარგად გააშუქა ევროპულმა პროექტმა  WAT’SAVEREUSE, რომელსაც პირინეისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონები ხელმძღვანელობენ.

რამდენ წყალს ხარჯავ შვებულების დროს? და სად მიდის ეს წყალი? რადგან ევროპის გარკვეულ რეგიონებში წყლის დეფიციტია, სასტუმროს მეპატრონეები წყლის დაზოგვის გონივრულ გზებს ეძებენ და ხელმეორედაც კი იყენებენ მას. ჩვენ საფრანგეთის სამხრეთისკენ მივემართებით, ოქსიტანიის რეგიონისკენ. ახლა უკვე სეზონის ბოლოა და ტურისტები აღარ ჩანან Les Mimosas-ის ბანაკსა და მის აკვაპარკში.

ბანაკის დირექტორი პასკალ მაგნინი წყლის თითოეულ დახარჯულ ლიტრს ითვლის.

„თითოეულ აუზს საკუთარი მრიცხველი აქვს, ასე რომ, შეგვიძლია მუდმივად ვადევნოთ თვალი, თუ რამდენი წყალი იხარჯება, სად იზოგება და სად იკარგება“, – გვიხსნის პასკალ მანგინი.

იგი ამბობს, რომ წლევანდელ ზაფხულს წყლის 15 პროცენტი დაზოგა. მან საცურაო აუზებში საცდელად სინთეტიკური ფილტრები დააყენა, შეცვალა საშხაპე სისტემები, ჯაკუზის წყალი კი გადაამუშავა და საპირფარეშოში გამოიყენა. მისი შემდეგი ამოცანაა ბუნგალოების ნაცრისფერი წყალს მიხედოს. შესაბამისი საპილოტე პროექტიც უკვე მზად აქვს.

ამგვარი მიდგომა მოსწონთ ოქსიტანიის რეგიონში, სადაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საერთო შემოსავლის 10 პროცენტს შეადგენს.

ერიკ კადორეოქსიტანიის რეგიონის „წყლისა და რისკის პრევენციის“ კომისიის თავმჯდომარე:

„ჩვენ ვაწარმოებთ ისეთ ძირითად ოპერაციებს, რომლებსაც შემდეგ სხვა ადგილებშიც დანერგავენ. ჩვენ ვგეგმავთ მომავალს და იმედი გვაქვს, რომ წყლის პოლიტიკა საშუალებას მოგვცემს, რომ ადაპტაცია გავიაროთ კლიმატის ცვლილებასთან, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ხალხის ცხოვრებასა და ეკონომიკაზე“.

ეს ბანაკი ჩართული იყო ევროპულ პროექტში, რომელიც აერთიანებს პარტნიორებს ოქსიტანიიდან, კატალონიიდან და ბალეარის კუნძულებიდან.

„ჩვენ უამრავი რამ უნდა ვისწავლოთ ჩრდილოეთ ევროპისგან ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და ჩრდილოეთ ევროპასაც შეუძლია ისწავლოს ჩვენგან ის, რაც წყალს ეხება,“ – ამბობს ხავიერ ბერნარ-სანსი,პირინეი-ხმელთაშუა

ზღვის ევრორეგიონის გენერალური მდივანი.  „ევროპა ვერ აშენდება ხმელთაშუა ზღვისპირეთის ჩართულობის გარეშე და გამოსავალიც თანამშრომლობის შედეგად მოიძებნება“.

კატალონიაში მოვინახულეთ პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი დაწესებულება, რომელიც ჟირონის  ზემოთ გორაკებზე მდებარეობს.

The Can Buch-ის ეკოლოგიური სასტუმრო წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიონ ლიტრ წყალს ხარჯავს. ამ მოცულობის ნახევარი  დაგროვებული წვიმის წყალია, რომელიც სახურავებიდან ჩამოედინება. წვიმის წყალს ამ დანადგარებში ასუფთავებენ და შემდეგ მოიხმარენ საძინებლებში, სამზარეულოში ან  საცურაო აუზში. ეს წყალი ამ ფიტოგამწმენდ ნაგებობაში იწმინდება და ბოსტნის მოსარწყავად იყენებენ.

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტუმრო ამართლებს როგორც ეკონომიკური, ისე ელექტროენერგიისა და პერმაკულტურის თვალსაზრისით,“ – განმარტავს ჯერარ ბოფილი, Can Buch Hotel ECOTourism -ის ხელმძღვანელი. „როდესაც აქ ჩამოვედით, გავაკეთეთ ბიომრავალფეროვნების ანალიზი, ასევე ნიადაგსა და წყალში ორგანული ნივთიერების ანალიზი. ახლა კი ეს ყველა მაჩვენებელი გავაორმაგეთ“.

ამ ფერმის პროდუქციას მასთან არსებულ რესტორანს აწვდიან, ნარჩენებით კი მიწას ანოყიერებენ და ცხოველებს კვებავენ. ეს მოდელი კი ცირკულარული ეკონომიკის მქონე სასტუმროების ხვალინდელი დღეა.

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend