ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ისრაელს მოუწოდებს, პასუხი გასცეს საერთაშორისო საზოგადოებას ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მილერმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა. საუდის არაბეთში კი განახლდა მოლაპარაკებები, რომლებიც ლიბანსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
საერთაშორისო საზოგადოება ღაზაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია. შეერთებული შტატები ისრაელს ადანაშაულებს, რომ მას ამის საპასუხოდ შესაბამისი რეაგირება არ აქვს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, ისრაელმა საჯაროდ უნდა გასცეს პასუხი სხვადასხვა ქვეყნის მიერ დასმულ კითხვებზე.
მილერმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიწოდების მასშტაბი აშშ-ისთვის არ არის საკმარისი.
ამავდროულად, ისრაელის არმიის მეთაურის თქმით, აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების შემადგენლობის გაზრდა იმ შემთხვევაში, თუ ომი სხვადასხვა ფრონტზე გავრცელდება.
საერთაშორისო მედიატორებმა განაახლეს მუშაობა ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში თეთრი სახლის ოფიციალური პირები დღეს ჩავლენ.
საუდის არაბეთში კი ახალი გლობალური ალიანსის შეხვედრები დაიწყო, სადაც დისკუსიები იმართება ორი სახელმწიფოს პრინციპის შესახებ.