მთავარისაქართველოსაია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი.

„ჩვენ ვითხოვთ ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას, რაც გულისხმობს არჩევნების ხელახლა ჩატარებას. მივმართავთ პროკურატურას, რომ გამოიძიოს ეს დარღვევები”, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend