რუსეთმა დაიწყო მასშტაბური ბირთვული წვრთნები, რომლებიც, როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ერთგვარი მზადებაა მტრის მხრიდან პოტენციური ბირთვული იერიშის მოსაგერიებლად.
წვრთნები ითვალისწინებს კამჩატკის ნახევარკუნძილიდან და ორი ატომური წყალქვეშა ნავიდან კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისა და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების საცდელ გაშვებას.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა რაკეტამ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. რუსეთი უკვე რამდენიმე კვირაა მიანიშნებს, რომ მოსკოვს შესაბამისი რეაგირება ექნება, თუ დასავლეთი უკრაინას მისცემს უფლებას, გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის სიღრმეში იერიშების მისატანად.
Tapasin tänään Kiinan presidentti Xi Jinpingin. Suomi arvostaa vakaita ja rakentavia suhteita Kiinaan.
Keskeinen aihe keskusteluissamme oli Venäjän hyökkäyssota Ukrainassa. Toin esille, että Venäjän hyökkäyssota Ukrainassa horjuttaa Euroopan turvallisuutta. Kiinan ei tulisi… pic.twitter.com/vQ5Lg9FNYW
— Alexander Stubb (@alexstubb) October 29, 2024
პეკინში ვიზიტისას ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ჩინეთს რუსეთის ბირთვული აქტივობის შესაჩერებლად დახმარება სთხოვა. მისი თქმით, არ შეიძლება პრეზიდენტ პუტინის ნდობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბირთვულ იარაღს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ისეთმა დიდმა ძალამ, როგორიცაა ჩინეთი, განაგრძოს დიალოგი რუსეთთან, რათა მეტ-ნაკლებად შეძლონ ვითარების დეესკალაცია.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა 10 000 სამხედრო, რომლებიც ახლა, სავარაუდოდ, კურსკის სასაზღვრო რეგიონისკენ მიემართებიან.