მთავარიაზიაღაზაისრაელის ავიაიერიშს ჩრდილოეთ ღაზაში 93 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშს ჩრდილოეთ ღაზაში 93 ადამიანი ემსხვერპლა

29 ოქტომბერს, დილის საათებში, ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის მასშტაბურ ავიაიერიშს 93 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ბეით-ლაჰიაში ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა ხუთსართულიან კორპუსს, რომელსაც 200-ამდე პალესტინელი აფარებდა თავს.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვია, ხოლო ათეულობით ადამიანი, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

ისრაელი უკვე რამდენიმე კვირაა, ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას აწარმოებს ჩრდილოეთ ღაზაში, ძირითადად ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკთან. გასულ უქმეებზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა კამალ ადვანის საავადმყოფოში რეიდი ჩაატარეს და ათეულობით ექიმი დააკავეს. საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ დაწესებულება გადატვირთულია 29 ოქტომბერს თავდასხმის შედეგად დაჭრილი ადამიანებით. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა სრულადაა ჩამოშლილი.

ამასთან, 28 ოქტომბერს ისრაელის კანონმდებლებმა კენჭი უყარეს კანონპროექტს, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს საქმიანობას კრძალავს. ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, უფრო მეტად შეაფერხებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend