ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, სოციალურ ქსლებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმ ვიდეოების გავრცელება, რომლებიც შესაძლოა არასწორად აღიქვან.
.
„ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცანით ინფორმაცია ხელვაჩაურის მე-16 უბნის აპარატის წინასწარი შედეგების ამონაწერის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევა 2263 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 7 შემთხვევაშია. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ 7 შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ 2 ან 3 მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის ინფორმაციის კონსოლიდაცია (დაჯამება) და გამოიგზავნა ცესკოს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა. ამასთანავე, ყველა ტექნოლოგიურ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლა და შესაბამისი ოქმების განთავსება, რაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ შეუძლია გაეცნოს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ნათია იოსელიანი ცესკოს მთვლელი „აპარატების ამონაწერებით მანიპულაციაზე“ საუბრობს და დაინტერესებულ პირებს მიმართავს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ, კითხვების შემთხვევაში კი ცესკოს დაუკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური განმარტებები.