მთავარიამერიკააშშაშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიები დაასრულეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიები დაასრულეს

დემოკრატების საპრეზიდენტო  კანდიდატმა კამალა ჰარისმა ვაშინგტონში დასკვნითი კამპანიის დროს ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად საჭიროა ახალი ფურცლიდან მუშაობის დაწყება. იმ ადგილიდან, სადაც, 2021 წლის კაპიტოლიუმის აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა ისაუბრა, კამალა ჰარისმა პირობა დადო, რომ ქვეყანას „პარტიასა და საკუთარ თავზე მაღლა“ დააყენებს.

„მე პირობას ვდებ, რომ რაციონალური გადაწყვეტილებებით თქვენს ცხოვრებას გავაუმჯობესებთ. პოლიტიკური ქულების მოპოვებას არ ვაპირებ. წინსვლას ველოდები. პირობას ვდებ, რომ მოვუსმენ ყველა ექსპერტს, მათ შორის მათ, ვინც არ მეთანხმება. დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, არ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ მეთანხმებიან, მტრები არიან. მას სურს მათი ციხეში ჩასმა. მე მათ მაგიდასთან დავუთმობ ადგილს”, – განაცხადა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა.

დემოკრატების ლიდერმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას  ძირითადი პოლიტიკური მიზნების შესახებ ისაუბრა, მათ შორის აბორტის ხელმისაწვდომობაზე ქვეყნის მასშტაბით.

იმავდროულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი  გამოეხმაურა ტრამპის კამპანიის ფარგლებში გავრცელებულ განცხადებას, მან ყოფილი პრეზიდენტი სიცრუეში დაადანაშაულა.

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოდის, პენსილვანია, 29 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Matt Rourke

რესპუბლიკური პარტიის  ლიდერმა დონალდ ტრამპმა კი „მედისონ სკვერზე“ თავისი კამპანიის დასკვნით ღონისძიებას „სიყვარულის ფესტივალი” უწოდა. მან ასევე სოციალური მედიით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენსილვანიის შტატში იორკის ოლქმა მიიღო ათასობით პოტენციურად თაღლითი ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმა, ლანკასტერის ოლქში კი 2 600 ყალბი ბიულეტინი აღმოჩნდა. ტრამპმა სამართალდამცველებს გამოძიებისკენ მოუწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend