მთავარისაქართველოაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

გუშინ, 29 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა დაშინების ფონზე ჩატარდა.

„აშშ დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც იმეორებს რუსულ კანონებს, რომელიც კრძალავს ფუნდამენტურ თავისუფლებასა და ადგილს უზღუდავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. სულ ახლახან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესი დააზიანა ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩეველთა დაშინების მრავალრიცხოვანმა შემთხვევებმა.

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი შეხედულებები არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სცენ პატივი კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძველია“, – ამბობს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიძიოს საარჩევნო პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა, გაიწვიოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და დაუყოვნებლივ დაიწყოს პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend