მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი ისლანდიაში სკანდინავიური საბჭოს 2024 წლის შეხვედრას დაესწრო

უკრაინის პრეზიდენტი ისლანდიაში სკანდინავიური საბჭოს 2024 წლის შეხვედრას დაესწრო

ვოლოდიმირ ზელენსკი რეიკიავიკში ისლანდიის პრეზიდენტ ჰალა ტომასდოტირს შეხვდა. მათ პირისპირ შეხვედრის დროს თანამშრომლობისა და უკრაინის დახმარების შესახებ ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ისლანდიაში ასევე შეხვდა ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერებს, სკანდინავიური საბჭოს 2024 წლის შეხვედრაზე.

„უკრაინა და ჩვენი პარტნიორები იმუშავებენ რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე. ეს ამ საშინელი ომის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ასპექტია. საუბარია ათიათასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ზოგიერთი მათგანის ადგილსამყოფელი ვიცით. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან და როგორ ასწავლიან რუსები უკრაინის დავიწყებას, ატყუებენ, რომ აღარ ჰყავთ ოჯახის წევრები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ ბავშვების ნაწილის დაბრუნება, თითოეული ბავშვი, რომელიც ერთ ან ორ წელს ატარებს ასეთ პირობებში, კარგავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ დროს. ეს მრავალი თვალსაზრისით არის მომავლის დაკარგვა. გატაცებული ბავშვების უმეტესობა სად არის, ამ დროისთვის არ ვიცით. ბავშვების იძულება და მათი იდენტობის წაშლის მცდელობა, გენოციდური პრაქტიკაა. თქვენ ატარებთ დროს, ძვირფას დროს, მშვიდად. უკრაინასაც აქვს დროის ასე გატარების უფლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, უკრაინელი ხალხი იმსახურებს „დროს სიცოცხლისთვის“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend