მთავარისაქართველოჯოზეფ ბორელი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს

ჯოზეფ ბორელი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სავარაუდო საარჩევნო დარღვევების გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.

ჯოზეფ ბორელის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გამოუცხადებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დარღვევები, ზეწოლა და დაშინება ამომრჩევლებზე, რაც გავლენას ახდენს პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე”, – ვკითხულობთ ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ვითარების სასწრაფოდ განსახილველად პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტი მოიწვია.

მისივე განცხადებით, საკითხი შეტანილია ნოემბერში დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშიც.

„ქართველი ხალხი იმსახურებს სიცხადეს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობაში. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე ხელისუფლების რეაგირება მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ქმნიან პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას“, – წერია ჯოზეფ ბორელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend