მთავარისაქართველო„არ გამოვრიცხავთ შემდგომ ნაბიჯებს, თუ მთავრობის მიმართულება არ შეიცვლება" - მილერი

„არ გამოვრიცხავთ შემდგომ ნაბიჯებს, თუ მთავრობის მიმართულება არ შეიცვლება” – მილერი

გუშინ, 28 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა, გამართა ბრიფინგი, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა მმართველი პარტიის მიერ ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე, რამაც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა შეარყია. მეთიუ მილერი აღნიშნავს, რომ აშშ უერთდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებებს – გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობისა და სხვა დარღვევების შემთხვევები.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ მაღალჩინოსნებს, ის კანონები კი არ გააძლიერონ, რომლებიც მხოლოდ ავტორიტარ მმართველებს მოსწონთ, არამედ განიხილონ, როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მხარდაჭერილია მმართველი პარტიის მიერ, ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობისკენ მისწრაფებას გამოხატავს. ყველა პარტია საარჩევნო კამპანიას ამ მიზნისთვის აწარმოებდა, თუმცა მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც ამ კურსს არ შეესაბამება“, – აცხადებს მეთიუ მილერი.

„ამ წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით, უარი ეთქვა ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ ნაბიჯებს, თუ მთავრობის მიმართულება არ შეიცვლება“, – ამბობს მეთიუ მილერი.

მეთიუ მილერი მიმართავს საქართველოს მთავრობას, ავტორიტარების მოსაწონი კანონების გაძლიერების ნაცვლად დაფიქრდეს, როგორი ურთიერთობა სურს ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend