უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ 29 ოქტომბერს გაიმართება. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს, დაგეგმილია არაერთი შეხვედრა. ამის შემდეგ კი, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებს.
ვიქტორ ორბანი იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელმაც მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა.
Congratulations to Prime Minister @PM_Kobakhidze and the Georgian Dream party on their overwhelming victory at the parliamentary elections today. The people of #Georgia know what is best for their country, and made their voice heard today!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 26, 2024
უნგრეთის პირველი პირის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურნენ ევროპელი დიპლომატები. ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტისას ვიქტორ ორბანმა რა ტიპის განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმაც. მან აღნიშნა, რომ ორბანის თბილისში ვიზიტი წარმოადგენს უნგრეთის მთავრობის და არა ევროკავშირის პოზიციას.