მთავარისაქართველო„საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნები არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი" - ენტონი ბლინკენი

„საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნები არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი” – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნები არ შეუფასებიათ როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის დადგომის შესაძლებლობის მიმართ. ბლინკენის თქმით, მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეთანხმებისა, რომ არჩევნების დღე საერთო ჯამში კარგად იყო ადმინისტრირებული, არის ცნობები პროცესში დარღვევებსა და ცალკეული ძალადობის შემთხვევებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს, აღწერილი დარღვევების სრული გამოძიების თაობაზე.

აშშ მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთად აღმოფხვრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend