უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გასულ უქმეებზე 80 რუსული დრონიდან 41 გაანეიტრალეს, რომელთა შორის 10 კიევთან ახლოს ჩამოვარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა და არც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. თავდასხმა წინა ღამით ცენტრალურ უკრაინაზე განხორციელებულ სასტიკ იერიშს მოჰყვა. უკვე მეორე ღამეა, რაც რუსეთი თავს ესხმის უკრაინის დედაქალაქს.
სოციალური მედიის პლატფორმა იქსზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინელების მიმართ ყოველდღიურად ავლენს აგრესიას. მხოლოდ ერთ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1100 საავიაციო ბომბი, 560 დრონი და 20 რაკეტა გაუშვა.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გასულ ღამეს 51 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი დრონი იქნა მათი მიმართულებით გაშვებული. მათ არც მიყენებული ზიანის მასშტაბზე უსაუბრიათ.