მთავარიაზიაისრაელიისრაელმა ირანზე საპასუხო იერიში მიიტანა

ისრაელმა ირანზე საპასუხო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, ისრაელმა იერიშები მიიტანა რამდენიმე საწარმოზე ირანში, სადაც რაკეტებს ამზადებდნენ.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი და მისი მარიონეტული ძალები 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტლივ ესხმიან თავს ისრაელს. მათი განცხადებით, სრულადაა მობილიზებული თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები და გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ქვეყნის დასაცავად.

სიენენი“იუწყება, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმები სამი სერიად მიიტანა. მედიის ცნობით, ოპერაციაში 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. თავის მხრივ, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა სამხედრო ცენტრების ნაწილზე თეირანის, ხუზესტანისა და ილამის პროვინციებში. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმა წარმატებით მოიგერია ირანის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend