არჩევნებამდე ორი დღით ადრე წინასაარჩევნო შემაჯამებელი ღონისძიება გამართა “ძლიერმა საქართველომ.”
კოალიციის ლიდერებმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს თავიანთი გაერთიანების პროგრამაზე “ილიას გზა” და აღნიშნეს, რომ პროგრამა და დაგეგმილი რეფორმები თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, თავი ღირსეულად იგრძნოს. მათი განცხადებით, “ძლიერი საქართველოს” მიერ დაგეგმილი რეფორმები საქართველოს ევროკავშირში გაწევრებამდე მიიყვანს.
“ეს არის 1000-ლარიანი პენსია, სამართლიანი დაბეგვრა სათამაშო და კაზინოების ბიზნესის, ეს არის 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა, დავიწყებთ იმ პროექტების დამთავრებას და ახალ პროექტების განხორციელებას დავიწყებთ, როგორიცაა ანაკლიის და ანაკლიის ქალაქის, ქუთაისის გარშემო, კახეთი, იმერეთი და ა.შ. ამ პროექტებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.