ფეისბუკის ჯგუფში „დაიტოვე“ მომხმარებლები ტრანსპორტით დახმარებას სთავაზობენ მათ, ვინც რეგიონებში ხმის მისაცემად წასვლას სხვანაირად ვერ ახერხებს. არაერთი ადამიანი წერდა, რომ რეგიონებში წამსვლელთათვის საკმარისი ტრანსპორტი არ არის.
შესაბამისად, ჯგუფში უკვე ბევრმა გამოთქვა სურვილი რეგიონში რამდენიმე ადამიანის გაყოლების.
საწვავის თანხა, მინიფურგონის მომსახურების შეთავაზება, საკუთარი მანქანის თხოვება თუ სხვა ფინანსური დახმარება – ჯგუფში „დაიტოვე” სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთმანეთს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველამ შეძლოს, ხვალ არჩევნებში ხმის მიცემა.