მთავარიმსოფლიო„არქტიკის ღამის ვარსკვლავები“

„არქტიკის ღამის ვარსკვლავები“

კლიმატის ცვლილების ამსახველი ფოტოები, რომლებიც ერთ-ერთ ნორვეგიულ სოფელშია გადაღებული, ახლა უნგრეთის დედაქალაქშია გამოფენილი. ბუდაპეშტში ფოტოგრაფ ესტერ ჰორვატის გამოფენა იმართება, სახელწოდებით „არქტიკის ღამის ვარსკვლავები“. ფოტოგრაფი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება ერთ ღამეში არ მომხდარა, ხოლო მის შედეგებზე დაკვირვება და კვლევების ჩატარება შრომატევადი საქმეა და მოთმინებას საჭიროებს. მისი თქმით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული კლიმატის პრობლემებზე სულ უფრო მეტი ქალი მუშაობს.

„არ აქვს მნიშვნელობა კაცი ხარ თუ ქალი, მსგავს ექსპედიციებში მონაწილეობა თავისუფლადაა შესაძლებელი. ეს მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, მოგწონს თუ არა სიცივე. ამ სურათებით მინდა ახალგაზრდა თაობა შთავაგონო, რომ მათ საკუთარი თავი და მომავალი დაინახონ… მათ შეუძლიათ იყვნენ მზარეულები, მეცნიერები თუ სტუდენტები და მსგავს ექსპედიციებში მიიღონ მონაწილეობა. თუ ეს ნამდვილად გსურს, ყველაფერი შესაძლებელია”, – ამბობს ესთერ ჰორვატი.

კლიმატის ცვლილება ხშირად ციფრებსა და სამეცნიერო ანგარიშებთან ასოცირდება. ჰორვატი კი ცდილობს, ფოტოებზე აღბეჭდოს ის ადამიანები, რომლებიც სამეცნიერო სამუშაოების უკან დგანან.

„იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ იცვლება კლიმატი, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი დრო. ნორვეგიული სოფელი, სადაც კლიმატთან დაკავშირებული კვლევები მიმდინარეობს, 1963 წელს დაარსდა. მას შემდეგ, იქ კვლევები ყოველწლიურად მიმდინარეობს”, – ამბობს ესთერ ჰორვატი.

ესთერ ჰორვატმა 2015 წლიდან მოყოლებული 25 პოლარული ექსპედიცია გადაიღო. მისმა ნამუშევრებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, World Press-ის წლის ფოტოსა და National Geographic-ის Wayfinder-ის ჯილდოები.

ფოტოგამოფენა „არქტიკის ღამის ვარსკვლავები“ ბუდაპეშტში 31 იანვრამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend