მთავარიმსოფლიოევროპარუსული აგრესიის ფონზე გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს...

რუსული აგრესიის ფონზე გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

რუსული აგრესიის გაზრდის ფონზე გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ოთხშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

შეთანხმების მიხედვით,  გერმანული თვითმფრინავები შოტლანდიის ერთ-ერთი ბაზიდან ჩრდილო ატლანტის პატრულირებაში ჩაერთვებიან.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და ნატოში დიდი ბრიტანეთის როლზე  ისაუბრა. მისი თქმით, მათ წინაშე ერთი და იგივე საფრთხეებია, მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, მზარდი რუსული აგრესია. ისინი იცავენ იმავე ღირებულებებს: დემოკრატიას, ინდივიდუალურ თავისუფლებას, კანონის უზენაესობას. ჯონ ჰილი დასძენს, რომ გაზრდილი საფრთხეების ფონზე მოკავშირეობა სტრატეგიულ სიძლიერეს ნიშნავს, შესაბამისად, მეტი თანამშრომლობაა საჭირო.

გერმანული თავდაცვის უდიდესი კომპანია „რაინმეტალი“ აპირებს გახსნას ქარხანა, რომელიც  საარტილერიო დანადგარებისთვის ლულებს ბრიტანული ფოლადის გამოყენებით აწარმოებს.

ასევე მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთი და გერმანია ითანამშრომლებენ ახალი სახმელეთო და საჰაერო დრონების, ასევე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების განვითარებასა და წარმოებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend