მთავარიტექნოლოგიარამდენად ენდობიან არჩევნების დროს მოქალაქეები ხელოვნურ ინტელექტს

რამდენად ენდობიან არჩევნების დროს მოქალაქეები ხელოვნურ ინტელექტს

ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროპელები ნაკლებად ენდობიან არჩევნების დროს ხელოვნურ ინტელექტს.

21 ოქტომბერს გამოქვეყნებული უახლესი კვლევის მიხედვით, ევროპელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება  არჩევნებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რადგან ფიქრობენ, რომ არ არიან დაზღვეული გარკვეული  მანიპულირებისგან. თუმცა ამავე დროს მიაჩნიათ, რომ პოლიცია და ჯარი ამ ტექნოლოგიას სხვადასხვა ოპერაციისთვის სწორად და წარმატებით იყენებენ.

ესპანეთის IE-ის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა „European Tech Insights“, რომლის  ფარგლებშიც ევროპის 10 ქვეყნის 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

სამიდან ორი ევროპელი შიშობს, რომ ჰაკერებს გავლენა ექნებათ არჩევნების შედეგებზე, გამოკითხულთა 30 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე მოქმედებს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებებზე.

ყველაზე ნაკლებად ხელოვნურ ინტელექტს დიდ ბრიტანეთსა  (54 პროცენტი) და ესპანეთში (51 პროცენტი) ენდობიან.

ექსპერტებმა ასევე განგაში ატეხეს ევროპაში არჩევნების დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

მაგალითად, სლოვაკეთში გასულ წელს გაჩნდა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც თითქოს ერთ-ერთი კანდიდატი არჩევნების გაყალბების გზებს განიხილავდა

„საზოგადოება ღელავს არჩევნების დროს ხელოვნური ინტელექტის ჩართვის გამო.  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს არჩევნების შედეგებში მნიშვნელოვან ცვლილებებს, მთელ მსოფლიოში მაინც ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გამოიწვევს დეზინფორმაციისა და ე.წ “დიფ ფეიკების”  გავრცელებას“,  – განაცხადა IE უნივერსიტეტის ცვლილების მართვის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ლუკა დე ტენამ.

რომელ სფეროებში ენდობიან ევროპელები ხელოვნურ ინტელექტს

35 წლამდე ასაკის ევროპელები ხელოვნურ ინტელექტს უფრო მეტად ემხრობიან. მათგან 34 პროცენტი  ენდობა ხელოვნური ინტელექტის მქონე აპლიკაციას, რომელიც მათი სახელით  ხმას მისცემს პოლიტიკურ კანდიდატებს.

როგორც ირკვევა, ძველი თაობა პესიმისტურად არის განწყობილი ამ ტექნოლოგიისადმი.

35-იდან 44 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის 30 პროცენტმა განაცხადა, რომ ენდობა ხელოვნური ინტელექტის ხმის მიცემის ინსტრუმენტს, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების მხოლოდ 9 პროცენტმა გამოუცხადა ნდობა ამ ტექნოლოგიას.

იმავდროულად, გამოკითხულთა დაახლოებით 75 პროცენტი აცხადებს, რომ ეთანხმება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას პოლიციის საქმიანობისა და იმ სამხედრო ოპერაციებისთვის, როგორებიცაა სახის ამოცნობა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმება.

ევროპელების დაახლოებით 64 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, როგორებიცაა, მაგალითად, პირობით ვადამდე გათავისუფლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend