საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მე-13 რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორი გამარჯვებული სტარტაპის წარმომადგენლებმა ისაუბრეს – სტარტაპ DineRush-დან სალომე კაჭარავამ და სტარტაპ The Seven Enchantments-დან გიორგი ჩიტიძემ.