მთავარიევროპამოლდოვაწინასწარი შედეგებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, მოლდოვის პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს.
თუმცა სავარაუდოდ, დაინიშნება მეორე ტური და ის პრეზიდენტობისთვის სოციალური პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს ალექსანდრ სტოიანოგლოს შეეწიინააღმდეგება.

საპრეზიდენტო არჩევნებზე დათვლილია ხმების 97,88%.  წინასწარი შედეგებით მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 41.48% მიიღო, მეორე ადგილზე კი 26.35%-ით ალექსანდრ სტოიანოგლო გავიდა.

ამომრჩევლებს პრეზიდენტის არჩევის გარდა, უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო შესწორებას იმის თაობაზე, რომ ქვეყნის კურსი უნდა იყოს ევროკავშირი.

ბოლო მონაცემით დათვლილი ხმების 97,88%-დან ევროკავირისკენ მისწრაფებას მხარს არ უჭერს 50,14%, ხოლო მხარდაჭერა 49,90% გამოხატა.

მაია სანდუმ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა.

„უცხო ძალებთან ერთად მომუშავე კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ჩვენი ნაციონალური ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, თავს დაესხნენ ჩვენ ქვეყანას ათობით მილიონი ევროთი, სიცრუით და პროპაგანდით, გამოიყენეს ყველაზე უღირსი მეთოდები, იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ხაფანგში მოამწყვდიონ. ჩვენ გვაქვს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას 300 000 ხმის ყიდვა ჰქონდა მიზნად – უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი იყო დემოკრატიული პროცესის შელახვა. მათი მიზანია საზოგადოებაში შიშის და პანიკის დათესვა. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიასა და თავისუფლებას. ველოდებით საბოლოო შედეგებს და მოგახსენებთ მტკიცე გადაწყვეტილებას“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend