მთავარისაქართველო„„ნაცების“ ოთხეულს საერთო ფეიკკამპანია აქვს არჩევნების გაყალბების შესახებ” - მამუკა მდინარაძე

„„ნაცების“ ოთხეულს საერთო ფეიკკამპანია აქვს არჩევნების გაყალბების შესახებ” – მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებს წააგებენ და ამიტომ, ამომრჩევლებთან შესაბამის საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ. მისივე თქმით, ოპოზიცია თავად აპირებს გაყალბების სხვადასხვა მეთოდის ინსცენირებას, რომ შემდგომ „ქართულ ოცნებას” დაჰბრალდეს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმითვე, არ არსებობს მეორე პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები საარჩევნო ოლქებში.

მამუკა მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა მმართველ პარტიაზე გარკვეული კადრები გავრცელდეს და მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ კადრების სინამდვილე არ დაიჯერონ.

„ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ე.წ. საარჩევნო ველზე მუშაობს. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ მედიაქტივობებით და მათი კამპანიის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს კონტენტის შექმნა ტელევიზიებისა და სოციალური ქსელებისათვის, სატელევიზიო ინტერვიუებისა და გადაცემებში მონაწილეობის სახით და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების გავრცელებითა და კომენტირებით.

უპრეცედენტოა, განსაკუთრებით ერთი მიმართულებითაც, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე, ვერც არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოზე და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენ, მმართველ პარტიას, იქით გვაქვს პრეტენზია ოპოზიციურ ძალებთან. მაგალითად, დღემდე, ამ მომენტამდე, „ნაცმოძრაობის“ არცერთ  მედიას არც უცდია, რომ აღმოეფხვრათ ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სარეკლამო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს. ფაქტია, რომ ისინი, დიდი ხანია, შეგუებულები არიან გარდაუვალ მარცხს და, ნაცვლად საარჩევნო შედეგებზე ზრუნვისა, სულ სხვა რამისთვის ემზადებიან.

დღეს შევეხებით „ნაცების“ ოთხეულის საერთო ფეიკკამპანიას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, არცერთი პარტია, მათ შორის, არც ეს ოთხი პარტია, ოთხი აგენტურული პარტია საარჩევნო ველზე არ ატარებს არანაირ კამპანიას. ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი და სრულყოფილი საარჩევნო კამპანია აქვს ერთადერთ პარტიას – ეს ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“.

ასევე არ არსებობს მეორე პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები საარჩევნო ოლქებში. ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბევრს არ ვისაუბრებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ნამდვილად არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტითა და დიპფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას და ამას შემთხვევით არ ვამბობ“, – განაცხადა მდინარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend