ორგანიზაცია ილიას სამართლის სახლმა ევროპის ფონდის მხარდაჭერით მოამზადა საქართველოს სკოლებში ბავშვთა ჩაგვრისგან დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის კვლევა.
როგორია საქართველოს სკოლებში ბავშვთა მიმართ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა, რა სისტემური პრობლემები და დაძლევის გზები არსებობს – სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა კვლევა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ილიას სამართლის სახლის” ხელმძღვანელმა, ელენე სიჭინავამ ისაუბრა.