კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დაარსებიდან 20 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტში 16 და 17 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიება და კონფერენცია გაიმართა.
ცენტრის მიზანი სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო, სამკურნალო და კლინიკური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებაა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა მანჯავიძემ ისაუბრა.