მთავარისაქართველოსაქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნა

საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნა

17 ოქტომბერი საქართველოში ვეტერანის დღეა.

სხვადასხვა დროს სამხედრო კონფლიქტებში დაშავებულ და დაზარალებულ მებრძოლთა პატივსაცემად და მხარდასაჭერად ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

1995 წლის 17 ოქტომბერს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, და სწორედ ამის შემდეგ დაწესდა ვეტერანთა დღე.

ამ დღის აღსანიშნად დღეს თბილისში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„მინდა, მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს. ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია. წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend