მთავარიკულტურაპირველ ქალს, რომელიც მთვარეზე ფეხს დადგამს, PRADA ეცმევა

პირველ ქალს, რომელიც მთვარეზე ფეხს დადგამს, PRADA ეცმევა

პირველ ქალს, რომელიც მთვარეზე ფეხს დადგამს, Prada ეცმევა. პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, გიგანტური ნახტომი იტალიური მოდის სახლისთვის. პრადამ ახალი დიზაინი წარადგინა: კოსმოსური კოსტიუმი ქალი ასტრონავტებისთვის.

პრადამ ახალი სკაფანდრი კოსმოსის სფეროში მოღვაწე კომპანია Axiom Space-თან ერთად შექმნა, NASA-ს მისიისთვის Artemis III.

კოსტიუმის შექმნაზე Axiom Space-ის ინჟინრებმა პრადას დიზაინერებთან და ოსტატებმა ერთად იმუშავეს. როგორც თავად ამბობენ ინჟინერიის, მეცნიერებისა და ხელოვნების გაერთიანებითა და ტექნოლოგიების დახვეწის შედეგად მათ მომავლის კოსტიუმი მიიღეს. პრადას მარკეტინგის ოფიცერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„დღეს კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალი იწყება. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვიყვარს კარგი საქმეების კეთება და იმიტომ, რომ გვიხარია. და შესაძლოა, როცა 20, 30 წელიწადში უკან გავიხედავთ, მივხვდებით, რომ გავაკეთეთ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ახლა გვგონია. ასე რომ, მე ნამდვილად მინდა მადლობა გადავუხადო Axiom Space-ს ამ შესაძლებლობისთვის”, – ამბობს პრადას მარკეტინგის მთავარი ოფიცერი, ლორენცო ბერტელი.

ახალმა კოსტიუმმა გამოცდისა და სიმულაციების ხანგრძლივი სერია გაიარა, რომლის ფარგლებშიც ახალი კოსტიუმი Axiom Space-ის, SpaceX-ისა და NASA-ს ასტრონავტებმა და ინჟინრებმა შეამოწმეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend